"კრემონეზემ" მწვრთნელი გაუშვა - ლოჩოშვილი ახალი თავკაცის მოლოდინშია » სპორტის ხაზი

"კრემონეზემ" მწვრთნელი გაუშვა - ლოჩოშვილი ახალი თავკაცის მოლოდინშია

"კრემონეზემ" მწვრთნელი გაუშვა - ლოჩოშვილი ახალი თავკაცის მოლოდინშია
19-09-2023, 09:30
Aa Aa
გაზიარება:

ახალი სეზონის წარუმატებლად დაწყების გამო "კრემონეზემ" დავიდე ბალარდინი გაათავისუფლა.

იტალიური მედია იტყობინება, რომ ლუკა ლოჩოშვილის ახალი მწვრთნელი ჯოვანი სტოპა იქნება, რომელიც აქამდე სერია ა-ს ბინადარ "მონცას" წვრთნიდა.

მიმდინარე სეზონი "კრემონეზემ" მართლაც არადამაჯერებლად დაიწყო - 5 ტურის შემდეგ მათი მონაგარი მხოლოდ 1 მოგება, 3 ფრე და 1 წაგება იყო, ხოლო სატურნირო ცხრილის მხრივ ისინი მე-10 ადგილზე იმყოფებიან.

"კრემონეზეს" ახალ მწვრთნელზე ოფიციალურ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გავიგებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი