ვაისი: "გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი ჯაბა კანკავაა" » სპორტის ხაზი

ვაისი: "გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი ჯაბა კანკავაა"

ვაისი: "გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი ჯაბა კანკავაა"
18-09-2023, 20:43
Aa Aa
გაზიარება:

ბრატისლავის "სლოვანი" "დუნაისკა სტრედასთან" 1-3 დამარცხდა. ზოგადად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა სეზონი არც თუ ისე დამაჯერებლად დაიწყო, რასაც სლოვაკი სპეციალისტი თავადაც აღნიშნავს.

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის თქმით, მიმდინარე სეზონში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი ჯვაროსნების ყოფილი კაპიტანი, ჯაბა კანკავაა:

"სახელებს არ დავასახელებ, შეცდომა ყველა ფეხბურთელმა შეიძლება დაუშვას, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ ორთაბძოლებში შესვლას უბრალოდ ვაგვიანებთ. ნორმალური არ არის, რომ ჩვენგან ყველაზე გამორჩეული კვლავ ჯაბა კანკავაა - ის საოცარი მოტივაციით და ენთუზიაზმით თამაშობს.

ქართველს გამოვარჩევ, რადგან ის ამას იმსახურებს, თუმცა თუ ყველა მას არ მიბაძავს, შედეგის დადება გაგვიჭირდება",
- განაცხადა ვაისმა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 5 მატჩში "სლოვანს" მხოლოდ 8 ქულა აქვს დაგროვებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი