"ის, რაც გარსიას გაუკეთა, სპალეტის არასდროს გაუბედავდა", - რას წერს იტალიური მედია » სპორტის ხაზი

"ის, რაც გარსიას გაუკეთა, სპალეტის არასდროს გაუბედავდა", - რას წერს იტალიური მედია

"ის, რაც გარსიას გაუკეთა, სპალეტის არასდროს გაუბედავდა", - რას წერს იტალიური მედია
18-09-2023, 20:35
Aa Aa
გაზიარება:

"ჯენოასთან" მატჩში "ნაპოლიმ" შეხვედრის გადარჩენა მხოლოდ ბოლო წუთზე შეძლო და 1 ქულის აღება მოახერხა.

რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია 89-ე წუთზე შეცვალა, რასაც ქართველის მხრიდან დაუფარავი უკმაყოფილება მოჰყვა, ამის შემდეგ კი ეს საკითხი იტალიურ მედიაში განხილვის საგნად იქცა:

"გარსია არასდროს ყოფილა დიდი ფეხბურთელი და მას არ ესმის, რატომ უნდა იყოს ხვიჩა კვარაცხელია მატჩის ბოლო წუთებზე მოედანზე. ის იმ იშვიათთაგანია, რომელსაც თამაშში კრეატივის შემოტანა შეუძლია. გარსია აუცილებლად უნდა გაათავისუფლონ, ხოლო რაც უფრო დაგვიანდება ეს პროცესი, პრობლემები უფრო გაიზრდება", - ენრიკო ფედელე.

"ყველაზე შემაშფოთებელი არა კვარას შეცვალა, არამედ ქართველის ჟესტია. ეს მწვრთნელის მიმართ უნდობლობას მიუთითებს, რაც ხვიჩას სპალეტისთან არასდროს გაუკეთებია",
- სანდრო საბატინი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი