დე ლიხტი: "წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არ ვიღებ საკმარის სათამაშო დროს, მაგრამ.." » სპორტის ხაზი

დე ლიხტი: "წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არ ვიღებ საკმარის სათამაშო დროს, მაგრამ.."

დე ლიხტი: "წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არ ვიღებ საკმარის სათამაშო დროს, მაგრამ.."
18-09-2023, 19:53
Aa Aa
გაზიარება:

მიმდინარე სეზონში ტომას ტუხელი მატიას დე ლიხტს ძირითადის მცველად არ ათამაშებს და მხლოდ შეცვლებზე შემოჰყავს, ისიც ცოტა ხნით.

ყოველივე ამაზე კომენტარი თავად 24 წლის ნიდერლანდელმა მცველმა გააკეთა:

"წარმოდგენა არ მაქვს - ამის თაობაზე მთავარ მწვრთნელს უნდა ჰკითხოთ. იმას ვაკეთებ, რასაც ტუხელი მეუბნება და სათამაშო დროის ნაკლებობას მაინც განვიცდი."

დე ლიხტი იმაზე, აუხსნა თუ არა ტუხელმა საკუთარი გადაწყვეტილება პირისპირ: "არა და ამჟამად ეს არც არის აუცილებელი. ერტადერთი რაც შემიძლია გავაკეთო არის ის, რომ მოედანზე დავამტკიცო საკუთარი შესაძლებლობები. დანარჩენი ყველაფერი უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი