გრაციანი: "კვარაცხელიას უკმაყოფილება ლოგიკურია" » სპორტის ხაზი

გრაციანი: "კვარაცხელიას უკმაყოფილება ლოგიკურია"

გრაციანი: "კვარაცხელიას უკმაყოფილება ლოგიკურია"
17-09-2023, 22:29
Aa Aa
გაზიარება:

"ნაპოლიმ" "ჯენოასთან" დაძაბულ ბრძოლაში ქულები გაიყო - 2:2. ხვიჩა კვარაცხელიამ თავი გოლით ან პასით ვერ გამოირჩია, მაგრამ ნეაპოლელების მხრიდან მაინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მატჩის 89-ე წუთზე რუდი გარსიამ ქართველი გარემარბი შეცვალა, რასაც კვარაცხელიასგან უკმაყოფილება მოჰყვა. ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ფრანჩესკო გრაციანი კი ჩვენებურის პოზიციას იზიარებს:

"ნაპოლიმ წელს ენთუზიაზმი დაკარგა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გუნდმა საკუთარი შესაძლებლობების რწმენა დაკარგა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მის პოზიციას ვიზიარებ. ხვიჩას შეცვლა გარსიას მხრიდან აბსურდული გადაწყვეტილება იყო. რისი შეცვლა შეეძლო ძერბინს 3 წუთში? მან ასევე ლობოტკა შეცვალა, ფეხბურთელები, რომლებმაც წინა სეზონში სიცხიანებიც კი თამაშობდნენ",
- განაცხადა ფრანჩესკომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი