მესი და რონალდინიო კვლავ გაერთიანდებიან | მარადონას საქველმოქმედო თამაში » სპორტის ხაზი

მესი და რონალდინიო კვლავ გაერთიანდებიან | მარადონას საქველმოქმედო თამაში

მესი და რონალდინიო კვლავ გაერთიანდებიან | მარადონას საქველმოქმედო თამაში
16-10-2022, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

14 ნოემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 6 დღით ადრე, რომის "სტადიო ოლიმპიკო" მარადონას საქველმოქმედო მატჩს უმასპინძლებს.

აღნიშნულ შეხვედრას შემდეგი დევიზი ექნება: "მატჩი მშვიდობისთვის", რომელსაც რომის პაპის, ფრანცისკეს ფონდი (ჩვენ ვთამაშობთ მშვიდობისთვის) ახორციელებს და მასში უამრავი ვარსკვლავი დარეგისტრირდა: ჯანლუიჯი ბუფონი, ლუის სუარეზი, ივან რაკიტიჩი, პეპე რეინა, დანი ალვეში, ანხელ დი მარია, ლეო მესი, რონალდინიო, ჩირო იმობილე და ასე შემდეგ.

ამავე შეხვედრის გარშემო კომენტარი გააკეთა ლიონელ მესიმ: "მადლობელი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა ვიყო რომის პაპთან და ყველა ამ დიდებულ ფეხბურთელთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობისკენ მოწოდებას ყველა შეუერთდეს. ჩვენ, შეგვიძლია, რომ ერთად ყველაფერი შევცვალოთ".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი