"მათ სიხარბე და უდისციპლინობა შემოიტანეს" - ნევილი » სპორტის ხაზი

"მათ სიხარბე და უდისციპლინობა შემოიტანეს" - ნევილი

"მათ სიხარბე და უდისციპლინობა შემოიტანეს" - ნევილი
17-09-2023, 20:17
Aa Aa
გაზიარება:

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა, გუნდის მორიგი წარუმატებლობის შემდეგ, მედიასთან ისაუბრა. და კლუბის მფლობელები გლეიზერები გააკრიტიკა.

„ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ ის, რაც საბოლოოდ ვნახეთ, მოულოდნელი არ იყო. ეს არ იყო ძალისხმევის ნაკლებობის ან მოთამაშეების მხრიდან ინტერესის ნაკლებობის გამო. გუნდს სრულიად აჯობა მეტოქემ, რომელიც კარგად იყო მომზადებული და იცოდა რას აკეთებდა. ყველაფერი ძალიან მარტივადაა, ამაზე პასუხს გლეიზერები აგებენ, შენ გაქვს საქმე და ყველაფერი კარგი და ცუდი შენთან რჩება! მათ მემკვიდრეობით მიიღეს საუკეთესო რამ ყველა ასპექტში. ისინი პასუხისმგებელნი არიან გასულ 10 წელზე , მოედანზე და მის მიღმა. მათ შემოიტანეს სიხარბის, უდისციპლინობისა და გაურკვევლობის კულტურა, რომელმაც მთლიანი კლუბი მოიცვა.
უკეთესი იქნება, თუ ისინი კლუბს, რაც შეიძლება უფრო სწრაფად გაყიდიან“.
- ამბობს ვეტერანი მანჩესტერელი.

"წითელი ეშმაკები" პრემიერ ლიგაში 5 ტურის შემდეგ, 6 ქულით მე-13 ადგილს იკავებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი