ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო გოლი, მარტში "ტორინოს" გაუტანა, სწორედ ამ გოლის შემდეგ მას მოედანზე ყველაფერი კარგად ვერ მისდიოდა, რაზეც მაშინ ყოფილი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტიც საუბრობდა.
ახლა კი, როცა ქართველს ნეაპოლურ კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი უდგას, იტალიურმა მედიამ, როდესაც "ნაპოლის" გასული მატჩის შემდეგ ფეხბურთელების თამაში შეაფასა, კვარაცხელიაზე შემდეგნაირად დაწერა: "ცნობილი გამობერილი ძარღვი, რაც სპალეტის უყვარდა, აღარ ჩანს, ისევე, როგორც მისი მაგია. თუმცა, ორი მეტოქის "გაყვითლებას" ახერხებს".
ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს სამ მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა.
ნეაპოლელები სერია A-ში 7 ქულით მე-4 ადგილზე არიან და მომდევნო შეხვედრაში 20 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, "ბრაგას" ესტუმრებიან.