რუდი გარსიას გუნდის ცუდი სერია გრძელდება, გუნდმა ჩემპიონატში მატჩი ზედიზედ მეორედ ვერ მოიგო.
იტალიური მედიის ცნობით, თუ "ნაპოლი" მალე დადებით შედეგებს ვერ დააფიქსირებს , დე ლაურენტისი ფრანგ სპეციალისტს გაათავისუფლებს.
"ფრე კატასტროფა არ არის, თუმცა "ინტერი" და "იუვენტუსი" შესანიშნავ ფორმაში არიან. როგორც ჩანს, "ნაპოლის" სკუდეტოსთვის ბრძოლა გაუჭირდება, გარსიას გუნდი მძიმედ გამოიყურება. რუდი გათავისუფლებასთან ერთ ნაბიჯშია", - წერენ იტალიელები.
20 სექტემბერს "ნაპოლი" მორიგ საჩემპიონთალიგო მოგზაურობას იწყებს, "პარტენოპეი" "ბრაგას" დაუპირისპირდება.