"ჯოვინოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - დინამო ბათუმის განცხადება ბრაზილიელ ლეგიონერზე » სპორტის ხაზი

"ჯოვინოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - დინამო ბათუმის განცხადება ბრაზილიელ ლეგიონერზე

"ჯოვინოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - დინამო ბათუმის განცხადება ბრაზილიელ ლეგიონერზე
16-09-2023, 21:13
Aa Aa
გაზიარება:

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი თელავს სტუმრად დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 2:1 დამარცხდა.

შეხვედრის მიწურულს, ბათუმელმთა ბრაზილიელმა ფორვარდმა, ჯოვინო ფლამარიონმა თელავის მეკარესთან შეჯახების შედეგად მძიმე ტრავმა მიიღო - თავდამსხმელი გაითიშა და მოედნიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ ჟანგბადის ბალონით წაიყვანა.

ჯოვინოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განახლებულ ინფორმაციას დინამო ბათუმის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ჯოვინო ფლამარიონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ტრავმის სიმძიმის შესახებ დამატებითი დეტალები კომპიუტერულ - ტომოგრაფიული კვლევის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი", - წერია კლუბის განცხადებაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.