ტენ ჰაგი: "არ ვიცი, სანჩო "იუნაიტედში" დარჩება თუ არა" » სპორტის ხაზი

ტენ ჰაგი: "არ ვიცი, სანჩო "იუნაიტედში" დარჩება თუ არა"

ტენ ჰაგი: "არ ვიცი, სანჩო "იუნაიტედში" დარჩება თუ არა"
16-09-2023, 19:20
Aa Aa
გაზიარება:

"მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ფეხბურთელს აქვს ერიკ ტენ ჰაგთან კონფლიქტი - დისწიპლინის პრობლემების გამო, ინგლისელ ფეხბურთელს პირველ გუნდთან ვარჯიში აუკრძალეს.

სანჩოს მომავალთან დაკავშირებით "იუნაიტედის" ნიდერლანდელმა თავკაცმა კომენტარი გააკეთა:

"არ ვიცი, დარჩება თუ არა ის კვლავ "იუნაიტედში", თუმცა მას ახლა გუნდისთვის სარგებელი ვერ მოაქვს, ამიტომ საინტერესოც არაა.

სანჩოს პოსტი სოციალურ ქსელში ჩემზე არაა დამოკიდებული და ამაზე არც ვღელავ, რადგან ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩში გამარჯვებაზე ვარ კონცენტრირებული.

მე ყურადღებას მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე ვამახვილებ, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან",
- განაცხადა ტენ ჰაგმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი