სულ მალე, 29 სექტემბერს, FIFA 24 გამოვა, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებისთვის საყვარელი სიმულატორია.
იქამდე კი ფანებისთვის ყველაზე საინტერესო ფეხბურთელების მონაცემები და რეიტინგებია. ბუნებრივია, ქართველი გულშემატკივარი ხვიჩა კვარაცხელიას მონაცემებსაც მოუთმენლად ელოდა.
როგორც ირკვევა, "ნაპოლის" ვარსკვლავის რეიტინგი 86 იქნება, რაც წინა წელთან შედარებით ძალიან დიდი პროგრესია. შედარებისთვის, ფიფა 23-ში ჩვენებურის რეიტინგი მხოლოდ 74-ს შეადგენდა. ინდივიდუალურ შესაძლებლობებში კვარას ყველაზე მაღალი რეიტინგი დრიბლინგში აქვს - 87.
ცნობისთვის, ხვიჩას შემდეგ ყველაზე მაღალრეიტინგული ქართველი გიორგი მამარდაშვილია (80), შემდეგ კი ვაკო ყაზაიშვილი (75) და გიორგი მიქაუტაძე (74) მოდიან.