"ნაპოლი" - "ბოლონია" | სავარაუდო XI-ები » სპორტის ხაზი

"ნაპოლი" - "ბოლონია" | სავარაუდო XI-ები

"ნაპოლი" - "ბოლონია" | სავარაუდო XI-ები
16-10-2022, 15:45
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ხვიჩა კვარაცხელია თავის გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონატში მორიგ შეხვედრას გამართავს და მისი მეტოქე, ამჯერად "ბოლონია" იქნება, რომლის მთავარ მწვრთნელადაც ტიაგო მოტა სულ ცოტა ხნის წინ დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ტიაგო მოტასთან ერთად "ბოლონიამ" 3 შეხვედრა გამართა, სადაც 2-ჯერ დამარცხდა და 1 ფრე ითამაშა.

უცხოური Sportsmole გუნდების სავარაუდო XI-ებს აქვეყნებს. საგულისხმოა, რომ ნეაპოლელთა შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას კვლავ ელიან:

"ნაპოლი": მერეტი, დი ლორენცო, ოსტიგარდი, კიმი, მარიო რუი, ნდომბელე, ზიელინსკი, პოლიტანო, რასპადორი და ხვიჩა კვარაცხელია.

"ბოლონია": სკორუპსკი, პოში, სუმარო, ლუკუმი, კამბიასო, მედელი, დომინგესი, ორსოლინი, სორიანო, აებიშერი და ზირკზეე.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი