"ვაჩვენოთ პატივისცემა ნაკრებს" - ზვიად კუპატაძე » სპორტის ხაზი

"ვაჩვენოთ პატივისცემა ნაკრებს" - ზვიად კუპატაძე

"ვაჩვენოთ პატივისცემა ნაკრებს" - ზვიად კუპატაძე
15-09-2023, 01:18
Aa Aa
გაზიარება:

15 სექტემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტ რაუნდს სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან დაპირისპირებით დაიწყებს.

ავთანდილ ასათიანის გუნდი პირველ მატჩს თბილისში სპორტის სასახლეში სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ეროვნული ნაკრების მეკარემ და კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ მედიასთან ისაუბრა და ქომაგებს დარბაზის გავსებისკენ მოუწოდა:

"მინდა, გულშემატკივარს ვთხოვო გავავსოთ დარბაზი და ვაჩვენოთ პატივისცემა ჩვენი ნაკრების მიმართ. ეს დავიმსახურეთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშით და ნაჩვენები შედეგებით. არავინ წასულა თბილისში თამაშიდან გაწბილებული ან იმედგაცრუებული. ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვით და შედეგსაც ვაღწევთ."



საქართველოსა და სომხეთის მატჩი 20:00-ზე დაიწყება, მატჩზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე შეუძლიათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი