"ყველაფერს გავაკეთებთ ჯგუფიდან გასასვლელად" - ლევან კობიაშვილი საქართველოს ნაკრების შანსებს აფასებს » სპორტის ხაზი

"ყველაფერს გავაკეთებთ ჯგუფიდან გასასვლელად" - ლევან კობიაშვილი საქართველოს ნაკრების შანსებს აფასებს

"ყველაფერს გავაკეთებთ ჯგუფიდან გასასვლელად" - ლევან კობიაშვილი საქართველოს ნაკრების შანსებს აფასებს
16-10-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში საუბრისას, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებზე ისაუბრა და A ჯგუფში "ჯვაროსნების" შანსები მიმოიხილა.

"პირველ რიგში ვიტყვი, რომ შეიძლებოდა უფრო რთული ჯგუფი შეგხვედროდა, თუმცა შეიძლებოდა უფრო იოლი ჯგუფიც ყოფილიყო. საბოლოო ჯამში, ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ ჯგუფს ყავს თავისი ფავორიტი - ესპანეთის ნაკრები, რომელიც ნამდვილად არის ფავორიტი, თუმცა მეორე ფავორიტი ჯგუფს არ ჰყავს. თუ გადავხედავთ სხვა ჯგუფებს ფაქტია, რომ იქ ორი გამოკვეთილი ფავორიტია, თუმცა ჩვენთან ასე არ არის.

ესპანეთის შემდეგ, ფავორიტის როლი შეიძლება იკისროს შოტლანდიამაც, კვიპროსმაც, ნორვეგიამაც და საქართველომაც. ფაქტია, რომ ბევრი ქულები დაიკარგება, არ მგონია, რომ ესპანეთი განსაკუთრებით გასვლით თამაშებში ყველგან შეძლებს გამარჯვებას, თუმცა მანამდე მსოფლიო ჩემპიონატია და შეიძლება ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს. ცხადია, რომ ჯგუფი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ ვიყოთ ის მეორე გუნდი, რომელიც შემდეგ ეტაპზე გავა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კალენდარს. ვიტყვი, რომ ჩვენთვის ძალიან კარგია, რომ პირველ ტურს ვტოვებთ, ვისვენებთ და შემდეგ ჩამოდის ნორვეგია. შემდეგ ორი გასვლითი შეხვედრა გვაქვს, თუმცა ფაქტია, რომ სექტემბრამდე ესპანეთთან არ გვიწევს თამაში, რაც უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად და ქულები დავაგროვოთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჯგუფიდან გასასვლელად, მე ბიჭების მჯერა." - აღნიშნა ქართული ფეხბურთის ლეგენდამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი