"ბარსელონა" ვილიამსის უფასოდ გაფორმებას უახლოვდება » სპორტის ხაზი

"ბარსელონა" ვილიამსის უფასოდ გაფორმებას უახლოვდება

"ბარსელონა" ვილიამსის უფასოდ გაფორმებას უახლოვდება
14-09-2023, 19:40
Aa Aa
გაზიარება:

კატალონიის "ბარსელონა" 2024 წლის ზაფხულში ნიკო ვილიამსის უფასო ტრანსფერთან ახლოსაა.

საქმე ისაა, რომ ესპანელ ფეხბურთელს ბილბაოს "ატლეტიკთან" ხელშეკრულება უსრულდება და თავისუფალი აგენტის სტატუსით "ბლაუგრანას" შეუერთდება.

Sport იტყობინება, რომ "ბარსელონას" წარმომადგენლები ვილიამსის აგენტებს უკვე დაუკავშირდნენ და გარიგება თითქმის მზადაა. აღსანიშნავია, რომ ვილიამსის დამატების ერთ-ერთი მიზეზი მისი უნივერსალურობაა, რადგან ნიკოს ორივე ფლანგზე საკმაოდ მაღალ დონეზე შეუძლია თამაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ესპანეთის ნაკრების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ თავი ვილიამსაც გამოირჩია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.