შენგელია ზუროსს ემოციური პოსტით გამოემშვიდობა - რას წერს კაპიტანი » სპორტის ხაზი

შენგელია ზუროსს ემოციური პოსტით გამოემშვიდობა - რას წერს კაპიტანი

შენგელია ზუროსს ემოციური პოსტით გამოემშვიდობა - რას წერს კაპიტანი
14-09-2023, 19:29
Aa Aa
გაზიარება:

ილიას ზუროსმა საქართველოს ეროვნული ნაკრები ოფიციალურად დატოვა. ბერძენი სპეციალისტი ნაკრებს 7 წლის განმავლობაში წვრთნიდა.

ზუროსის წასვლას ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ემოციური პოსტით გამოეხმაურა:

"საკმარისი სიტყვები არ არსებობს ჩემი მადლიერების გამოსახატად. ყველაფერი, რაც ამ სპორტისთვის, ჩვენი გუნდისთვის და ქვეყნისთვის გააკეთე, არასდროს დაავიწყდება ხალხს. ჩვენ ყოველთვის კარგად გავიხსენებთ ამ 8 წელს, რომელიც ერთად გავატარეთ და რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ჩვენს ისტორიაში. შენ ყოველთვის იქნები ამ ქვეყნის საკალათბურთო ისტორიის ნაწილი.

შენ ჩვენი ნაკრებისთვის ყველაფერი გააკეთე. მწვრთნელი აღარ იქნები, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის გაგრძელდება. ჩვენ გვიყვარხარ, პატივს გცემთ და გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს შენს ოჯახთან ერთად.

შენი კაპიტანი, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შენი მეგობარი!".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი