"სადაც და როცა გინდა", - თოფურია ვოლკანოვსკის არ უშინდება » სპორტის ხაზი

"სადაც და როცა გინდა", - თოფურია ვოლკანოვსკის არ უშინდება

"სადაც და როცა გინდა", - თოფურია ვოლკანოვსკის არ უშინდება
14-09-2023, 16:31
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიასთან ბრძოლის სურვილი პრესკონფერენციაზე საჯაროდ გამოთქვა.

ვოლკანოვსკი გამოწვევას არ დასჯერდა და აღნიშნა, რომ ბევრი ლაპარაკის გამო ილიას დასჯიდა.

ამ ყველაფერს მატადორი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და ვოლკანოვსკის გამოწვევა მიიღო:

"ველოდები დღეს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი გავხდები. სადაც გინდა და როცა გინდა მზად ვარ, გებრძოლო, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება ამ მომენტს ველოდებოდი და ამდენს ამისთვის ვმუშაობდი",
- წერს თოფურია სოციალურ ქსელში.

სავარაუდოა, რომ ბრძოლა 2024 წლის დასაწყისში შედგეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.