ორი ქართული ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში - „ორიაკს“ ალანაიამ და შვანგირაძემ მოაგებინეს » სპორტის ხაზი

ორი ქართული ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში - „ორიაკს“ ალანაიამ და შვანგირაძემ მოაგებინეს

ორი ქართული ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში - „ორიაკს“ ალანაიამ და შვანგირაძემ მოაგებინეს
14-09-2023, 14:58
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის მეხუთე ტურის შეხვედრაში, ორიაკმა გრენობლს უმასპინძლა და 27:23 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი ქართველ მორაგბეებს მიუძღვით.

ორიაკის ძირითად შემადგენლობაში თამაში სამმა ქართველმა დაიწყო, მიხეილ ალანიამ, გიორგი ქართველიშვილმა და ბექა შვანგირაძემ. მასპინძლებმა ამ შეხვედრაში ორი ლელო დადეს და ორივე ქართველების ანგარიშზეა – თავი მიხეილ ალანიამ და ბექა შვანგირაძემ გამოიჩინეს. ქართველიშვილი და ალანია შეცვალეს, შვანგირაძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა. ორიაკის კიდევ ერთი ქართველი, ბასა ხონელიძე მოედანზე 29-ე წუთზე გამოჩნდა.

გრენობლის შემადგენლობაში სასტარტოში იყო ლუკა გოგინავა, რომელიც 64-ე წუთზე შეცვალეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.