ქართველი ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ესპანეთთან გამანადგურებელი ანგარიშით (1:7) წაგებულ შეხვედრას ეხმაურება.
"აკურატულად გაკრეჭილი წვერის ფორმით, "ტატუების" ხარისხითა და რაოდენობით, თმის ვერცხნილობითა და შეღებილობით - არაფრით არ ჩამოუვარდებით ევროპელ ფეხბურთელებს, ამ კომპონენტებში პირიქით, გაცილებით წინ ვართ. ცოტაღა გვაკლია - ევროპული ფეხბურთის თამაში, რასაც აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ევროინტეგრაციის წარმატებასთან პარალელურად.
მე მაგალითად ქართული ფეხბურთის ყურებას იმ დროს დავანებე თავი, როდესაც ჩვენს ფეხბურთელებს სამმანეთიანი ვარცხნილობა, ГАЗ-24 მარკის მანქანები და "ტატუების" გარეშე "გოიმური" სხეული ჰქონდათ, თუმცა ევროპას აზანზარებდნენ, ისე თამაშობდნენ. ამიტომ ვარ ფეხბურთში "საბჭოური რუსეთუმე" და ჩვენს თანამედროვე ევროპულ ფეხბურთში არაფერი გამეგება...", - წერს ქართველიშვილი.