"ჩვენი ამოცანა კარგი თამაშით მოგებაა" - ჩავი ერნანდესი ელ კლასიკოზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"ჩვენი ამოცანა კარგი თამაშით მოგებაა" - ჩავი ერნანდესი ელ კლასიკოზე საუბრობს

"ჩვენი ამოცანა კარგი თამაშით მოგებაა" - ჩავი ერნანდესი ელ კლასიკოზე საუბრობს
16-10-2022, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მოახლოებულ ელ კლასიკოზე ისაუბრა და განაცხადა:

"ასეთ მატჩებში განსაკუთრებით მინდა ჩვენი დონე გამოვავლინოთ. მოტივაცია მაქსიმალურ დონეზე გვაქვს და ეს ჩვენი შანსია, რომ ჩემპიონატში წინ გადავდგათ ნაბიჯი. პოზიციურად გვინდა შევუტიოთ, გვსურს, რომ რეალი მის ნახევარზე ამოვკეთოთ. თუმცა, გონივრულობაც უნდა გამოვავლინოთ.

ნებისმიერ ფასად გამარჯვება არ მიყვარს, ასეთი მიზანი არ მაქვს. ჩვენი ამოცანაა - კარგი თამაშით მოვიგოთ: ინიციატივა რომ ჩვენგან მოდიოდეს, აგრესიულ პრესინგს რომ ვთამაშობდეთ. თუმცა, სხვა ადამიანები შედეგზე არიან ორიენტირებულები და ეს ბუნებრივიცაა."
- განაცხადა ესპანელმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დღევანდელი შეხვედრა "ბარსელონასა" და "რეალს" შორის, თბილისის დროით 18:15 საათზე არის ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი