მეტრეველი: "სანიოლი სასწრაფოდ გასაშვებია, კობიაშვილი კი მოსაშორებელი" » სპორტის ხაზი

მეტრეველი: "სანიოლი სასწრაფოდ გასაშვებია, კობიაშვილი კი მოსაშორებელი"

მეტრეველი: "სანიოლი სასწრაფოდ გასაშვებია, კობიაშვილი კი მოსაშორებელი"
13-09-2023, 20:54
Aa Aa
გაზიარება:

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების სექტემბრის თვეში ჩატარებულ წარუმატებელ მატჩებს ვრცელი პოსტით ეხმაურება, რომელსაც, უცვლელად გთავაზობთ:

"სანილი სასწრაფოდ გასაშვებია და კობიაშვილი - მოსაშორებელი.

წინა დღეს გამოვდე სქრინები, რომ ჯერ კიდევ გიბლარტართან მატჩის მერე ვაკრიტკებდი სანიოლს, მაგრამ მაშინ ბევრი არ მეთანმხებოდა, ერთა ლიგაზე კარგი შედეგი გვქონდა, ის მატჩიც მოვიგეთ და რა გინდა, რას ერჩიო?.

არადა უკვე მაშინ ჩანდა, რომ ერთა ლიგაზე კარგი თამაშის მიუხედავად, გუნდს თამაშის ხარისხი არ უვარგოდა, არ იყო ხარისხში პროგრესი, არ იყო თანამედროვე ფეხბურთის ნიშნები.

ეს ყველალფერი მომდევნო თამაშებში გაღრმავდა და მივიდა კატასტროფამდე, რომელიც შოტლანდიაში დაიწყო. ის მარცხი ბევრმა წვიმას დააბრალა, არადა მაშინაც დავწერე, რომ სანიოლი უყკვე გასაშვები იყო.

ბევრი პოსტი შემხვდა, ეს ქართველები სულ ილუზიებში რატომ ვართ, ცაში რატომ დავფრინავთ, რატომ გვგგონია, რომ ესპანეთს, ან ნორვებიას უნდა მოვუგოთ, გადახედეთ მათ ფეხბურთელებს, სად თამაშობენ, ჩვენ მარტო კვარა და მამარდა გვყავს ნორმლაურ ლიგაში და ა. შ. მოკლედ ძველი სიმღერები
თამაშის წინ გულშემატკივარი წაგებას ვერ მოითხოვს და წაგების საგულშემატკივროდ ვერ მივა სტადიონზე. ბუნებრივია, რომ თამაშის წინ მოგებას გულშემატკივრობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესპანეთთან წაგების გამო გუნდს აუცილებლად ზურგს აქცევ, ფეხბურთ;ეებს გალანზღავ, ან მწვრთნელის გაშვებას მოითხოვ, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც! არავინ ითხოვს, რომ ჩვნემა ნაკრებმა ესაპნეთს ან რომელიმე სხვა გრანდს უეჭველი უნდა მოუგოს, აქ პრობლემა არა შედეგში, არამედ თამაშის ხარისხშია.

ესპანეთთან, რომ კარგი ხარისხი გვეჩვენებინა, გვებრძოლა და ისე წაგვევო, ვინ ამოიღებდა ხმას? აქ საუაბრი იმაზეა, რომ საერთოდ არ ვთამაშობთ ფეხბურთს. ანგარიში არაფერ შუაშია. ნორვეგიასთან თითქოს საბრძოლო ანგარიში დაფიქსირდა 2:1, მაგრამ სადმე იყო იქ ბრძოლა? მხოლოდ პირველი და ბოლო ხუთი წუთი, დანარჩენი მთელი თამაში 11 კაცით საკუთარ ნახევარზე ვიდექით და ვიღაცებს გონიათ, ავტობუსის ჩაყენება გვიშველის და ეს უნდა იყოს ჩვენი ფეხბურთი, არადა სწრედ ავტობუსი გვეყენა, როცა ნორვეგიამ ორი ოლი გაგვიტანა, ხოლო როცა მეტოქის ნახევარზე გადასვლა გავბედეთ, ეგრევე პრობლემები შევუქმენით და ბოლოს გოლლიც გავიტანეთ.

მთელი მატჩიდან სულ 5-10 წუთი შევუტიეტ და ამ მცირე დროში სამი, თუ ოთხი საგოლე მომენტი შევქმენით. რატომ არ შეგვეძლო შეგვეტია თუნდაც მატჩის ნახევარი დროის განმავლობაში?

ზოგი ამბობს, არ შევუტიეთ კი არა, ვერ შევუტიეთო, მეტოქემ არ მოგვცა საშუალებაო? სად ნახეთ მცდელობა? როცა ვცადეთ, კი შევუქმენით პრობლემები. ვიღაცები წერენ, ვერცერტი გუნდი ვერ ითამაშებს პრესინგს 90 წუთიო. ვინ ითხოივს 90 წუთი პრესინგს? 60 წუთი ითამაშეთ, 50 წუთი ითამაშეთ... ან ჩვენი ყველა მეტოქე როგორ ახერხებს თითქმის მთელი მატჩი გვეთამაშოს პრესინგი და ჩვენ ვერა? იმათ უცხოპლანეტელები ყავთ? ჩვენი ნაკრბეის თითქმის ყველა ფეხბურთელი უცხოურ ლიგაში თამაშობს და თუ ვერ დარბიან, იქ როგორ აჩერებენ?

ორით ნოლს რომ ვაგებდით, ვიფიქრე, მეორე ტაიმის დასაწყისში მიანც ვეცდებით მეტოქის ნახევარზე გადასვლას-მეთქი და ისევ საკუთარ ნახევარზე არ დავდექით?! ანუ ისევ არგაშვებაზე ვზრუნავდით. ვის უნდა ისეთი მწვრთნელი, რომელიც აგებს და გუნდს ავალებს, იმაზე იზრუნეთ, რომ ორზე მეტი გოლი არ გაუშვათო? (თავად სანილმა გუშინდელი თამაშის შემდეგ თქვა, ამჯერად კარგად ვითამაშეთო.

ჩვენ აქ ესპანეთის და ნორვეგიის უეჭველ დამრცხებას კი არა, თამაშის ხარისხში პროგრესს ვითხოვთ. არავინ არ დავფირნავთ ცაში. ხარისხში კი პროგრესი კი არა, რეგრესია სახეზე.

სანიილი გასავებია და კობიაშვილი მოსაშორებელი, თორემ ერთა ლიგაზეც იგივე დაგვემართება, რაც წინა ჯერზე. კობიაშვილმა ვერც ნაკრებს მიხედა და ვერც ეროვნულ ჩემპიონატს. ის კი არა, როდესაც ისტორიული შანსი გვქონდა ევროპაზე გასვლის და თბილისში ერთა ლიგის ფინალი იმართებოდა, ის ვერ მოახერხა, მთავრობას მიწოლოდა, რომ სტადიონზე გულშემატკივრები დაეშვათ. „ოცნების “ დეპუტატია და ესეც ვერ გააკეთა, რომ მათთვის აეხსნა, არ შეიძლებოდა ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარება.

სანიოლი ახლა თუ არა, მალე წავა ალბათ და ახალი მწვრთნელი ერთი კრიტერიუმით უნდა შევარჩიოთ: შეუძლია თუ არა მას გუნდს ასწავლოს თანამედროვე ფეხბურთის და პრესინგის თამაში. მას ამოცანად ეს უნდა დავუსახოთ და არა რომელიმე კონკრეუტლი ადგილი ჯგუფში
", - წერს მეტრეველი სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.