"ზივზივაძე გერმანიაში თავდაჯერებული ბრუნდება" - როგორ ეხმაურება ადგილობრივი მედია ქართველის გოლს » სპორტის ხაზი

"ზივზივაძე გერმანიაში თავდაჯერებული ბრუნდება" - როგორ ეხმაურება ადგილობრივი მედია ქართველის გოლს

"ზივზივაძე გერმანიაში თავდაჯერებული ბრუნდება" - როგორ ეხმაურება ადგილობრივი მედია ქართველის გოლს
13-09-2023, 19:34
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩი ნორვეგიის წინააღმდეგ გამართა. ოსლოში ჩატარებული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

ვილი სანიოლის გუნდიდან გოლით თავი შეცვლაზე შემოსულმა ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა, რომელმაც, ირაკლი აზაროვის საგოლე გადაცემა ეფექტური დარტყმით დააგვირგვინა.

ზივზივაძის ამ გოლს გერმანული მედიაც გამოეხმაურა. კერძოდ, liga-zwei.de წერს, რომ ბუდუ კარლსრუეში თავდაჯერებული ბრუნდება.

გარდა ამისა, ქართველ შემტევს ლარს შტინდლის ტრავმამ შანსი გაუჩინა, გუნდში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი