"სათქმელი პირდაპირ უნდა ვთქვათ.." - ქეცბაიას ემოციური კომენტარი ესპანეთთან განადგურების შემდეგ » სპორტის ხაზი

"სათქმელი პირდაპირ უნდა ვთქვათ.." - ქეცბაიას ემოციური კომენტარი ესპანეთთან განადგურების შემდეგ

"სათქმელი პირდაპირ უნდა ვთქვათ.." - ქეცბაიას ემოციური კომენტარი ესპანეთთან განადგურების შემდეგ
13-09-2023, 19:29
Aa Aa
გაზიარება:

კვიპროსის ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩში ესპანეთის ნაკრებთან, საქართველოს მსგავსად, დიდი ანგარიშით (0:6) დამარცხდა.

თემურ ქეცბაიას გუნდი ჯგუფში კვლავ ნული ქულით, ბოლო ადგილზეა - შეხვედრა ჟურნალისტებთან მოგვიანებით ქართველმა სპეციალისტმაც შეაფასა:

"ეს სულ სხვა დონეა. სამწუხაროდ, კვიპროსის ნაკრები ესპანეთის დონეს ვერასდროს მიაღწევს - მძიმე მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ ჩვენ ამ დონემდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია.

როგორი მოლოდინები უნდა გვქონდეს ესპანეთის წინააღმდეგ მატჩში, როცა გუნდში ისეთი მოთამაშეები გვყავს, რომლებიც უთამაშებლები არიან.

მოდით, სათქმელი პირდაპირ ვთქვათ - ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი, მაგრამ ამ ეტაპზე რთულია რამე უკეთესის მოლოდინი გვქონდეს. სულ ეს ვართ, რაც ვართ...
", - განაცხადა ქეცბაიამ.

ცნობისთვის, შესარჩევი ეტაპის შემდეგ ტურში, კვიპროსის ნაკრები საქართველოს ესტუმრება - შეხვედრა 15 ოქტომბერს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.