ტრანსფერი : "დინამო თბილისმა" ავსტრალიიდან ესპანელი მცველი დაიმატა » სპორტის ხაზი

ტრანსფერი : "დინამო თბილისმა" ავსტრალიიდან ესპანელი მცველი დაიმატა

ტრანსფერი : "დინამო თბილისმა" ავსტრალიიდან ესპანელი მცველი დაიმატა
13-09-2023, 16:08
Aa Aa
გაზიარება:

დინამო თბილისს ესპანელი მცველი კიკე ლოპესი შემოუერთდა – ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

დინამო თბილისმა ესპანელი მცველი კიკე ლოპესი დაიმატა, იგი ჩვენს კლუბს ავსტრალიური მელბურნ ვიქტორიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. კიკეს თამაში როგორც მარცხენა, ასევე ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეუძლია.

დინამო თბილისსა და კიკე ლოპესს შორის ხელშეკრულება 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა, იგი ლურჯ-თეთრების რიგებში 30 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
"– წერია კლუბის განცახდებაში.

კიკე ლოპესი ალკორკონის აღზრდილია, კარიერის განმავლობაში, იგი კიდევ ერთ ესპანურ გუნდში, უნიონ ადარვეში თამაშობდა. სამშობლოს გარდა, ლოპესი მექსიკაში თამაშობდა, სადაც სან ლუისისა და კერეტაროს ღირსებას იცავდა. 29 წლის მცველს ყაზახური ასტანას რიგებშიც უთამაშია.

საკლუბო კარიერა

2014-17 ალკორკონი (ესპანეთი)

2017-18 უნიონ ადერვა (ესპანეთი)

2018-19 სან ლუისი (მექსიკა)

2019-20 კერეტარო (მექსიკა)

2021 ასტანა (ყაზახეთი)

​2022-23 მელბურნ ვიქტორი (ავსტრალია)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.