მარცხი ოსლოში - რა შეფასებები დაიმსახურეს ქართველმა ფეხბურთელებმა ნორვეგიის წინააღმდეგ? » სპორტის ხაზი

მარცხი ოსლოში - რა შეფასებები დაიმსახურეს ქართველმა ფეხბურთელებმა ნორვეგიის წინააღმდეგ?

მარცხი ოსლოში - რა შეფასებები დაიმსახურეს ქართველმა ფეხბურთელებმა ნორვეგიის წინააღმდეგ?
13-09-2023, 00:48
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის 2024 წლის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიასთან მორიგი მატჩი ჩაატარა და ანგარიშით 2:1 დამარცხდა.

უნდა ითქვას, რომ სტუმრებმა თავიდან აქტიურად დაიწყეს და სახიფათო მომენტიც შემქნეს - ხვიჩამ ერთი ფეხბურთელი ჩამოიშორა, ბურთი კარისკენ გაგზავნა, თუმცა ეს დარტყმა ნორვეგიელთა მცველს ხელში მოხვდა. ქართველები მომენტის გადახედვას ითხოვდნენ, თუმცა VAR-ი საქმე არ ჩაერთო.

თითქოს თავიდან ერლინგ ჰოლანდის განეიტრალებაც შევძელით, თუმცა მანჩესტერ სიტის ფორვარდმა თავით მეორე სართული მოიგო და ნაკრები წინ გაიყვანა. ამ გოლს კი მალევე მარტინ ოდეგორის შორეული გასროლა მოყვა - ანგარიში 2:0 გახდა.

მეორე ტაიმში დიდად არაფერი შეცვლილა დამატებით წუთებამდე - 91-ე წუთზე ირაკლი აზაროვის ჩაწოდებას ახლად შემოსული ბუდუ ზივზივაძე გამოეხმაურა, რომელმაც სხვაობა შეამცირა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - შეხვედრა 2:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ ფეხბურთელები SofaScore-მა ჩატარებული შეხვედრის მიხედვით შეაფასა. ყველა მაღალი ქულა ორივე ნაკრების რიგებში მარტინ ოდეგორმა დაიმსახურა (8.0).

რაც შეეხება ვილი სანიოლის ბიჭებს - ჯვაროსნებიდან ყველაზე მაღალი შეფასება ოთარ კიტეიშვილს ჰქონდა (7.7). 6.8 ქულით შეაფასეს ხვიჩა კვარაცხელიას თამაში.

მარცხი ოსლოში - რა შეფასებები დაიმსახურეს ქართველმა ფეხბურთელებმა ნორვეგიის წინააღმდეგ?

ქართველი ფეხბურთელების შეფასებები ნორვეგიის წინააღმდეგ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.