"ჩვენი მოთამაშეებისთვის საუკეთესო მოტივაციაა" - ქეცბაია ესპანეთთან მატჩის წინ » სპორტის ხაზი

"ჩვენი მოთამაშეებისთვის საუკეთესო მოტივაციაა" - ქეცბაია ესპანეთთან მატჩის წინ

"ჩვენი მოთამაშეებისთვის საუკეთესო მოტივაციაა" - ქეცბაია ესპანეთთან მატჩის წინ
12-09-2023, 18:10
Aa Aa
გაზიარება:

კვიპროსის ნაკრების მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში ესპანეთთან სტუმრად ჩასატარებელ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ძლიერ მეტოქესთან საკუთარი ფეხბურთელების მოტივაციის იმედი აქვს.

"შოტლანდიასთან რთული თამაშის შემდეგ ესპანეთთან კიდევ უფრო მძიმე გამოცდა გველის, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ სტუმრად ვხდებით გუნდს, რომელმაც საქართველო 7:1 დაამარცხა. რამდენიმე დღე გვქონდა დასასვენებლად და თამაშისთვის მოსამზადებლად. მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, ვიმედოვნებთ, კარგად ვითამაშებთ.

გვესმის, ესპანეთთან თამაში რამდენად რთული იქნება. ვხვდებით ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს არა მხოლოდ ჩვენს ჯგუფში, არამედ მსოფლიო ფეხბურთშიც, მაგრამ სანამ მოედანზე არ შეხვალ, მანამდე ზუსტად არ იცი, რა მოხდება. ასეთ მეტოქესთან დაპირისპირება ჩვენი მოთამაშეებისთვის საუკეთესო მოტივაციაა. გვყავს ახალწვეულებიც და ველოდებით, რომ ენთუზიაზმსა და ნებისყოფას გამოავლენენ.

უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები და ესპანელებს სივრცეები არ უნდა დავუტოვოთ. თუ ეს არ მოხდება, ძალიან გაგვიჭირდება. ვიმედოვნებთ, იღბალიც ჩვენ მხარეს იქნება.
"
– ამბობს თემურ ქეცბაია.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სპეციალისტის გუნდი ევროპის 2024 წლის შესარჩევზე ჯერ კიდევ უქოლოდაა და A ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს,


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.