ურთიერთშეთანხმების საფუძველზე - ჯიმი ტაბიძემ დინამო თბილისი დატოვა » სპორტის ხაზი

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე - ჯიმი ტაბიძემ დინამო თბილისი დატოვა

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე - ჯიმი ტაბიძემ დინამო თბილისი დატოვა
12-09-2023, 17:40
Aa Aa
გაზიარება:

ჯიმი ტაბიძემ დინამო თბილისი დატოვა. მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

ტაბიძე დინამოელთა ღირსებას 2022 წლიდან იცავდა და ამ პერიოდის განმავლობაში ლურჯ-თეთრი მაისურით 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ვიცე-კაპიტანმა 2022 წლის სეზონში დინამოსთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა, მიმდინარე წელს კი, სუპერ თასსაც დაეუფლა.

"საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი მადლობას უხდის ჯიმი ტაბიძეს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და სამაგალითო პროფესიონალიზმისთვის. ჩვენი კლუბის სახელით წარმატებას ვუსურვებთ მას მომავალ კარიერაში", - წერია კლუბის განცხადებაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.