ლე ფაუნტე: "საქართველოს 1:7 ამის წყალობით მოვუგეთ" » სპორტის ხაზი

ლე ფაუნტე: "საქართველოს 1:7 ამის წყალობით მოვუგეთ"

ლე ფაუნტე: "საქართველოს 1:7 ამის წყალობით მოვუგეთ"
12-09-2023, 09:30
Aa Aa
გაზიარება:

8 სექტემბერს ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს დინამო არენაზე დამოუკიდებლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მარცხი აგემა - 1:7.

ახლა ესპანელები კვიპროსისთვის ემზადებიან, ხოლო ფურია როხას თავკაცი, ლუის დე ლა ფაუნტემ ჯვაროსნებთან გამარჯვებაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა:

"საქართველოსთან 1:7 იმიტომ არ მოგვიგია, რომ მეტოქე ჩვენზე სუსტი იყო. საქმე ისაა, რომ ჩვენ პირველიდან ბოლო წუთამდე ენთუზიაზმით ვთამაშობდით და არ მოვდუნდით. ჩვენ ყველა ეპიზოდში ბოლომდე ვიბრძოდით და სწორედ ამას ვითხოვ ჩემი ფეხბურთელებისგან.

ფეხბურთში ხშირად ხდება, რომ ერთი გუნდი მეორეს 1 თავით აღემატება, მაგრამ ამას ტაბლოზე ვერ ასახავს, ხოლო ასეთი რამ რომ არ განმეორდეს, საჭიროა კვიპროსთანაც იმავენაირი შემართებით გავიდეთ. ჩვენთვის კვიპროსთან მატჩი კიდევ ერთი ფინალის ტოლფასია",
- განაცხადა ლე ფაუნტემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.