თურქეთის პირველი ლიგა - სად გააგრძელებს კარიერას ქართველი შემტევი? » სპორტის ხაზი

თურქეთის პირველი ლიგა - სად გააგრძელებს კარიერას ქართველი შემტევი?

თურქეთის პირველი ლიგა - სად გააგრძელებს კარიერას ქართველი შემტევი?
12-09-2023, 02:30
Aa Aa
გაზიარება:

თურქული სუპერ ლიგის "ანკარაგიუჯუმ" საქართველოს ნაკრების შემტევ გიორგი ბერიძესთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვიტა.

ქართველი ლეგიონერი თავისუფალი აგენტის სტატუსით კონტრაქტი გააფორმა ქალაქ იზმითის ქოჯაელისპორთან.

"ბედნიერი ვარ, რომ ქოჯაელის შევუერთდი. ჩემი მიზანია კლუბს ჩემპიონატში დასახული ამოცანის შესრულებაში დავეხმარო, გავიტანო გოლები და გავაკეთო საგოლე პასები. ერთი სული მაქვს, როდის მომიწევს ქოჯაელის ფანებთან შეხვედრა"
- განაცხადა ბერიძემ.

26 წლის შემტევს საქართველოში "დილასა" და "ზესტაფონში" უთამაშია. 2016 წელს იგი "გენტში" გადავიდა, საიდანაც იჯარის წესით "ტრენჩინში", "უიპეშტსა" და "ლოკერენში" ასპარეზობდა. 2022 წელს მან "უიპეშტიდან" კარიერა "ანკარაგიუჯუში" გააგრძელა. თურქეთის სუპერლიგაში 30 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2-ჯერ თანაგუნდელს გაატანინა. საქართველოს ნაკრების მაისურით მას 7 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი 1 გოლით გამოიჩინა.

"ქოჯაელისპორი" 4 ჩატარებული ტურის შემდეგ 6 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.