უგუნდოდ დარჩენილი ჯენარო გატუზო საკლუბო ფეხბურთს უბრუნდება - ფრანგული მედიის ინფორმაციით, მილანისა და ნაპოლის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ადგილობრივი ლიონის მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარი ფავორიტია.
როგორც იწერება, ლიონის ხელმძღვანელობას 45 წლის სპეციალისტის მოწვევა ლორან ბლანის შემცვლელად სურს, რომელმაც სეზონი წარუმატებლად დაიწყო.
ცნობისთვის, ბოლო კლუბი, რომელსაც გატუზო წვრთნიდა გიორგი მამარდაშვილის ვალენსია იყო.