"საქართველოსთან წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი თამაშია" - ოდეგორი და ნორვეგიელთა თავკაცი საქართველოსთან მატჩზე » სპორტის ხაზი

"საქართველოსთან წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი თამაშია" - ოდეგორი და ნორვეგიელთა თავკაცი საქართველოსთან მატჩზე

"საქართველოსთან წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი თამაშია" - ოდეგორი და ნორვეგიელთა თავკაცი საქართველოსთან მატჩზე
11-09-2023, 20:55
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთთან 1:7 განადგურების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 მატჩს ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის წინ მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა და კაპიტანმა მარტინ ოდეგორმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ამ დაპირისპირდება ისაუბრეს.

ნორვეგიელთა თავკაცი : "დასკვნების გაკეთება ძნელია. უბრალოდ შემდეგი თამაში უნდა მოვიგოთ, რომ შანსი შევინარჩუნოთ, შემდეგ კი, მომდევნო უნდა მოვიგოთ, რათა ყოველი ტურის წინ სიცოცხლე შევინარჩუნოთ. ჩვენი გულშემატკივრის წინაშე თამაში მნიშვნელოვანია. რამდენიმე მატჩი გვქონდა, რომელშიც ამ სტადიონზე გოლი ვერ გავიტანეთ და 0:0 ვითამაშეთ, მაგრამ ამავდროულად მხოლოდ ორჯერ დავმარცხდით. ნორვეგიის ეს ნაკრები სრულიად განსხვავებულად თამაშობს, ვიდრე ადრინდელი. მომენტებს ვქმნით, მაგრამ ძნელი სათქმელია, რა უნდა გავაკეთოთ სხვაგვარად. უბრალოდ, მომენტების რეალიზაცია უნდა გავაუმჯობესოთ".

მარტინ ოდეგორი : "დარჩენილ მატჩებს თუ მოვიგებთ, საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს. თუმცა, ფაქტია, რომ უფრო რთულ მდგომარეობაში ვართ, ვიდრე ვისურვებდით და გვეგონა. უნდა ვეცადოთ დანარჩენი მატჩების მოგება, შემდეგ ვნახოთ, რა იქნება საჭირო. საქართველოსთან წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი თამაშია, ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია, არცერთი ჩვენგანი არ დანებებულა. ძალიან მოტივირებულები ვართ."

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებებს 4-4 ქულა აქვთ და ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში 3-4 ადგილებს ინაწილებენ. ლიდერი შოტლანდიაა 15 ქულით, აუტსაიდერი - კვიპროსი, ხოლო ესპანეთს სამ თამაშში 6 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.