ლებრონი, სტეფ კარი, დურანტი, ტეიტუმი... - ჯეიმსი პარიზის ოლიმპიადისთვის ემზადება » სპორტის ხაზი

ლებრონი, სტეფ კარი, დურანტი, ტეიტუმი... - ჯეიმსი პარიზის ოლიმპიადისთვის ემზადება

ლებრონი, სტეფ კარი, დურანტი, ტეიტუმი... - ჯეიმსი პარიზის ოლიმპიადისთვის ემზადება
11-09-2023, 20:44
Aa Aa
გაზიარება:

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც გერმანიის გამარჯვებით დასრულდა, აშშ-ს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა. ამერიკელები ნახევარფინალში ჯერ ოქროს პრიზიორთან ორი ქულით დამარცხდნენ, ხოლო მესამე ადგილისთვის კანადასთან დამარცხდნენ ანგარიშით 127:118.

ამ სცენარით უკმაყოფილო დარჩა ლეგენდარული კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 2024 წლის ოლიმპიადისთვის ემზადება. წყაროს ცნობით, ის ტურნირზე მონაწილეობას სტეფ კარისთან და კევინ დურანტთან ერთად გეგმავს.

"დრიმ თიმის" მთავარი ხუთეული კი ოლიმპიადისთვის დიდი ალბათობით ასეთი იქნება : ლებრონ ჯეიმსი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, ენტონი დევისი, ჯეისონ ტეიტუმი.

შეგახსენებთ, რომ გასული ოლიმპიადა, რომელიც იაპონიაში ჩატარდა, სწორედ ამერიკელთა ტრიუმფით დასრულდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.