დე ბრუინი და სხვები - ვინ თქვეს უარი საუდის არაბეთში ტრანსფერზე » სპორტის ხაზი

დე ბრუინი და სხვები - ვინ თქვეს უარი საუდის არაბეთში ტრანსფერზე

დე ბრუინი და სხვები - ვინ თქვეს უარი საუდის არაბეთში ტრანსფერზე
11-09-2023, 19:57
Aa Aa
გაზიარება:

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საუდის არაბეთის ჩემპიონატს არაერთი ვარსკვლავი შეუერთდა, თუმცა ბევრმა ფეხბურთელმა ისინი უარითაც გაისტუმრა.

ფაბრიციო რომანო რამდენიმე ფეხბურთელს ასახელებს, რომლებმაც საუდის არაბეთში ტრანსფერზე უარი თქვეს - იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი კევინ დე ბრუინია.

ბელგიელი ნახევარმცველის გარდა საუდის არაბეთიდან შეთავაზება ჰქონდა რობერტ ლევანდოვსკისაც, თუმცა პოლონელმა ფორვარდმა, ისევე როგორც დე ბრუინმა, კვლავ ევროპაში დარჩენა გადაწყვიტა. ორივე ფეხბურთელის მიზანი "სიტისთან" და "ბარსასთან" ერთად ტიტულების მოგებაა.

არაბები ასევე უარით გაისტუმრა დავიდ ალაბამ - ალაბა მხოლოდ "რეალზეა" კონცენტრირებული და მითუმეტეს არ განიხილავს ევროპის დატოვების შესაძლებლობას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი