მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და ქართველ შემტევს ბარსელონაში თამაში "ურჩია".
"ვფიქრობ, რომ ხვიჩას სათამაშო სტილი ბარსელონას მოუხდება და ეს მისი გუნდია. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ისიცაა, რომ ქართველი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელიც მუდამ პროგრესირებს.
ერთი სიტყვით - კვარაცხელიას დონე ბარსელონას შეესაბამება", - განაცხადა სიომინმა.