PREVIEW | განსხვავებული მდგომარეობა გუნდებში, თუმცა ეს ელ კლასიკოა! - ყველაფერი ხვალინდელი შეხვედრის შესახებ » სპორტის ხაზი

PREVIEW | განსხვავებული მდგომარეობა გუნდებში, თუმცა ეს ელ კლასიკოა! - ყველაფერი ხვალინდელი შეხვედრის შესახებ

PREVIEW | განსხვავებული მდგომარეობა გუნდებში, თუმცა ეს ელ კლასიკოა! - ყველაფერი ხვალინდელი შეხვედრის შესახებ
15-10-2022, 21:06
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, ფეხბურთის გულშემატკივრებს საინტერესო მატჩებით დახუნძლული დღე ელით. "მანჩესტერ იუნაიტედი" - "ნიუკასლი" (17:00) ; "რეალი" - "ბარსელონა" (18:15) ; "ლივერპული" - "მანჩესტერ სიტი" (19:30) ; "ნაპოლი" - "ბოლონია" (20:00).

თუმცა, მთავარ ინტერესს რიგით 250 - ე ელ კლასიკო იწვევს. საკლუბო ფეხბურთის მთავარი დუელის წინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამეფო კლუბი უკეთეს კონდიციებში იმყოფება. "რეალი" ლა ლიგაში შეუჩერებელია, გუნდს ესპანეთის ჩემპიონატში მარცხის გემო ჯერ არ უგემია. ასევე, ანჩელოტის შეგირდები დამაჯერებლები მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზეც არიან. ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში "თეთრები" 10 ქულით პირველ ადგილზე არიან და თითქმის გარანტირებული აქვთ მომდენო ეტაპზე გასვლა.

დანაკლისი (რეალი) - დღეს, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ხვალინდელ დაპირისპირებაში გუნდს ვერ დაეხმარება ტიბო კურტუა. ბელგიელმა ამ შეხვედრამდე რეაბილიტაცია ვერ მოახერხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ ბლანკოსის კარს ანდრეი ლუნინი, რომლისთვისაც ეს პირველი ელ კლასიკო იქნება. გუნდს, ასევე დანი სებალიოსი გამოაკლდა, რომელიც რამდენიმე კვირას იუქმებს. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას გერმანელი ცენტრალური-მცველის, ანტონიო რუდიგერის თამაშიც. 29 წლის ფეხბურთელმა "შახტართან" დაპირისპირებაში, მეკარესთან შეჯახების შემდეგ, თავი დაიზიანა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია. რუდიგერმა გუნდთან ერთად ნიღბით ივარჯიშა, თუმცა ჯერ ცნობილი არ არის, რას გადაწყვეტენ ექიმები და მიიღებს თუ არა იგი "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობას.

PREVIEW | განსხვავებული მდგომარეობა გუნდებში, თუმცა ეს ელ კლასიკოა! - ყველაფერი ხვალინდელი შეხვედრის შესახებ


ესპანეთის ჩემპიონატში "რეალის" მსგავსად "ბარსელონაც" იდეალურ ფორმაშია. ჩავის გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 7 მატჩი მოიგო (მხოლოდ პირველ ტურში ითამაშა 0:0 რაიო ვალეკანოსთან) და ზედიზედ 6 თამაშში გოლი არ გაუშვა. თუმცა, კატალონილების მდგომარეობა ჩემპიონთა ლიგაზე სახარბიელო ნამდვილად არ არის. ესპანური გრანდი C ჯგუფის მესამე ადგილოსანია 4 ქულით, მის წინ კი ისეთი გუნდები დგანან, როგორებიც "ინტერი" და "ბაიერნი" არიან. გუნდმა ბოლო ორი ჩემპიონთა ლიგური შეხვედრიდან ვერცერთი მატჩის მოგება ვერ შეძლო (მარცხი ინტერთან 1:0 ; ყაიმი ასევე ინტერთან 3:3).




დანაკლისი (ბარსელონა) - შეგვიძლია ვთქვათ, რომ "ბარსას" დანაკლისი ხვალინდელ შეხვედრაში უფრო სერიუზულია. გუნდს ვერ დაეხმარებიან: არაუხო - (ურუგვაელმა ოპერაცია გაიკეთა და გუნდს 3-4 კვირა ვერ დაეხმარება) ; ბელერინი - (ესპანელი ასევე 2-3 კვირამდე გამოტოვებს) ; დეპაი - (28 წლის ფეხბურთელი 1 თვეს იუქმებს) ; კრისტენსენი.




შეგახსენებთ იმასაც, რომ ბოლო ოფიციალური ელ კლასიკო "ბარსელონას" გამარჯვებით 0:4 დასრულდა.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი