ვან გაალი გერმანიის ნაკრებში? - ნიდერლანდელი სპეციალისტის პირველი კომენტარი » სპორტის ხაზი

ვან გაალი გერმანიის ნაკრებში? - ნიდერლანდელი სპეციალისტის პირველი კომენტარი

ვან გაალი გერმანიის ნაკრებში? - ნიდერლანდელი სპეციალისტის პირველი კომენტარი
11-09-2023, 19:04
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ჰანსი ფლიკი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენა - ფლიკის გადაყენების საკითხი ბოლო პერიოდში ნაჩვენები წარუმატებელი შედეგების შემდეგ დადგა დღის წესრიგში.

გერმანული მედია 58 წლის სპეციალისტის ერთ-ერთ შემცვლელად ნიდერლანდების ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ლუის ვან გაალს განიხილავს, რაზეც კომენტარი თავად ვან გაალმაც გააკეთა.

"ჩვეულებრივ, უკვე კლუბებს აღარ ვწვრთნი, მაგრამ პერსპექტიულ და იმედის მომცემ ქვეყანას ჩემი დარწმუნება შეუძლია", - განაცხადა 72 წლის მწვრთნელმა.

ცნობისთვის, ფლიკმა გერმანიის ნაკრები 25 შეხვედრაში გამოიყვანა მინდორზე, საიდანაც მხოლოდ 12-ჯერ მოახერხა გამარჯვება - მის ანგარიშზე 7 ფრე და 6 მარცხია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.