საქართველოს ნაკრები ოსლოში ჩავიდა - წინ ნორვეგიასთან მატჩია! » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრები ოსლოში ჩავიდა - წინ ნორვეგიასთან მატჩია!

საქართველოს ნაკრები ოსლოში ჩავიდა - წინ ნორვეგიასთან მატჩია!
11-09-2023, 11:52
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ოსლოში ჩავიდა, სადაც ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრას ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს.

11 სექტემბერს, ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ ულევაალ სტადიონზე ივარჯიშებს.

ნორვეგია - საქართველოს მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა


მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („ტორინო“, ტურინი, იტალია)

საქართველოს ნაკრები ოსლოში ჩავიდა - წინ ნორვეგიასთან მატჩია!

კიდევ ერთი გამოცდა ნაკრებს ოსლოში ელოდება

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

11 სექტემბრის განრიგი ოსლოს დროით

11:15 ნორვეგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

12:00 ნორვეგიის ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)

18:00 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

18:30 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (15 წუთით დაიშვება აკრედიტებული მედია)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი