ქართველიშვილი : "ჩვენს ფეხბურთელებს ეს ყველაფერი არ ჰქონიათ, მაგრამ მსოფლიოს აზანზარებდნენ" » სპორტის ხაზი

ქართველიშვილი : "ჩვენს ფეხბურთელებს ეს ყველაფერი არ ჰქონიათ, მაგრამ მსოფლიოს აზანზარებდნენ"

ქართველიშვილი : "ჩვენს ფეხბურთელებს ეს ყველაფერი არ ჰქონიათ, მაგრამ მსოფლიოს აზანზარებდნენ"
10-09-2023, 19:09
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების ესპანეთთან გამანადგურებელი ანგარიშით (1:7) წაგებულ შეხვედრას ეხმაურება.

"აკურატულად გაკრეჭილი წვერის ფორმით, "ტატუების" ხარისხითა და რაოდენობით, თმის ვერცხნილობითა და შეღებილობით - არაფრით არ ჩამოუვარდებით ევროპელ ფეხბურთელებს, ამ კომპონენტებში პირიქით, გაცილებით წინ ვართ. ცოტაღა გვაკლია - ევროპული ფეხბურთის თამაში, რასაც აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ევროინტეგრაციის წარმატებასთან პარალელურად.

მე მაგალითად ქართული ფეხბურთის ყურებას იმ დროს დავანებე თავი, როდესაც ჩვენს ფეხბურთელებს სამმანეთიანი ვარცხნილობა, ГАЗ-24 მარკის მანქანები და "ტატუების" გარეშე "გოიმური" სხეული ჰქონდათ, თუმცა ევროპას აზანზარებდნენ, ისე თამაშობდნენ. ამიტომ ვარ ფეხბურთში "საბჭოური რუსეთუმე" და ჩვენს თანამედროვე ევროპულ ფეხბურთში არაფერი გამეგება...
", - წერს ქართველიშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი