ცნობილია: ვინ იქნება საქართველო - ნორვეგიის მსაჯი » სპორტის ხაზი

ცნობილია: ვინ იქნება საქართველო - ნორვეგიის მსაჯი

ცნობილია: ვინ იქნება საქართველო - ნორვეგიის მსაჯი
10-09-2023, 15:26
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები პრესტიჟის აღდგენას ნორვეგიასთან ოსლოში ეცდება.

უეფას გადაწყვეტილებით, შეხვედრას მონტენეგროელი სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება - მთავარი არბიტრი 41 წლის ნიკოლა დაბანოვიჩია, რომელსაც ჯვაროსნებთან შეხება აქამდეც ჰქონია.

საქმე ისაა, რომ ნიკოლამ 2021 წელს საქართველო-ალბანეთის ამხანაგური მატჩი და 2011 წლის 17-წლამდე შეხვედრა იმსაჯა. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში დაბანოვიჩმა არაერთი ყვითელი ბარათი გამოიყენა.

საკლუბო დონეზე დაბანოვიჩმა 2011 წელს თბილისის "დინამოს" მატჩიც იმსაჯა, რომელშიც დინამოელებმა 2-0 იმარჯვეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი