ედი ჯონსი: "საქართველომ ამ ასპექტში პირველად ვერ დაგვჩაგრა" » სპორტის ხაზი

ედი ჯონსი: "საქართველომ ამ ასპექტში პირველად ვერ დაგვჩაგრა"

ედი ჯონსი: "საქართველომ ამ ასპექტში პირველად ვერ დაგვჩაგრა"
10-09-2023, 13:58
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მარცხი იგემა - ბორჯღალოსნები ავსტრალიასთან 15-35 დამარცხდნენ.

შეხვედრის შემდეგ კმაყოფილი იყო ავსტრალიელების მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი. მისი თქმით, თავისი მორაგბეებისგან ის მიიღო, რისი მიღებაც სურდა:

"ბონუს-ქულა მოვიპოვეთ და ეს სწორედ ის იყო, რაც გვსურდა. საქართველოსთან პირველად არ მქონია შეხება და პირველად მოხდა, რომ შერკინებაში დომინანტები ისინი არ ყოფილან. მადლობას ვუხდი შერკინების მწვრთნელს გაწეული სამუშაოსთვის, რაც დღევანდელ შეხვედრაში აისახა კიდეც.

კვირიდან კვირამდე უნდა გავუმჯობესდეთ. მეორე ტაიმი საუკეთესო დონეზე არ ჩაგვიტარებია, მაგრამ, რაც მთავარია, მოვიგეთ და მეტოქეს ქულების დაგროვების საშუალება არ მივეცით",
- განაცხადა ჯონსმა.

ავსტრალიის გარდა საქართველოს ჯგუფში უელსი, ფიჯი და პორტუგალია არიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი