მსოფლიო ჩემპიონი "მეცში"? - მიქაუტაძის შემცვლელი ნაპოვნია » სპორტის ხაზი

მსოფლიო ჩემპიონი "მეცში"? - მიქაუტაძის შემცვლელი ნაპოვნია

მსოფლიო ჩემპიონი "მეცში"? - მიქაუტაძის შემცვლელი ნაპოვნია
10-09-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

დაახლოებით 2 კვირის წინ მეცი გუნდის ლიდერმა, გიორგი მიქაუტაძემ დატოვა, რომელიც ამსტერდამის აიაქსში გადაბარგდა.

ტრანსფერის შემდეგ დაიწერა, რომ ფრანგული კლუბი ქართველი ფეხბურთელის გაყიდვით აღებული თანხის გამოყენებას ახალი ფორვარდის დასამატებლად არ გამოიყენებს - გუნდი აქცენტს თავისუფალ აგენტებზე შეაჩერებს.

არგენტინული მედია ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის, სადაც ვკითხულობთ, რომ პაპუ გომესი, რომელსაც სევილიასთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ამოეწურა და თავისუფალი აგენტია შესაძლოა მეცში ვიხილოთ. საფრანგეთში გადაბარგების სურვილი თავად ფეხბურთელსაც აქვს.

შეგახსენებთ, რომ პაპუ არგენტინასთან ერთად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონია - 35 წლის ფეხბურთელმა მუნდიალზე ორი შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც ერთ-ერთი საუდის არაბეთთან წაგებული მატჩი იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.