VIDEO: ემოციები და გიჟური საღამო UFC-ში - სტრიკლენდმა ადესანია დაამარცხა და ახალი ჩემპიონი გახდა! » სპორტის ხაზი

VIDEO: ემოციები და გიჟური საღამო UFC-ში - სტრიკლენდმა ადესანია დაამარცხა და ახალი ჩემპიონი გახდა!

VIDEO: ემოციები და გიჟური საღამო UFC-ში - სტრიკლენდმა ადესანია დაამარცხა და ახალი ჩემპიონი გახდა!
10-09-2023, 10:17
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, UFC 293-ის მთავარი ორთაბრძოლა საშუალო წონითი კატეგორიის აწ.უკვე ყოფილ ჩემპიონ - ისრაელ ადესანიასა და შონ სტრიკლენდს შორის გაიმართა. ფავორიტად 34 წლის სპორტსმენი მიიჩნეოდა, თუმცა ბევრისთვის მოულოდნელად, ბრძოლა შონის სრული დომინაციით წარიმართა.

ამერიკელმა ხუთივე რაუნდი ძალიან დამაჯერებლად წარმართა და კითხვის ნიშნები არ დატოვა. საბოლოოდ სტრიკლენდმა მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო და ამ წონითი კატეგორიის ახალი ჩემპიონი 32 წლის ასაკში გახდა.

"ემოციების შეკავება მიჭირს. მე ახალი ჩემპიონი ვარ და ამით ძალიან ვამაყობ. დიდი მადლობა ჩემს გუნდს, მწვრთნელებს, ოჯახის წევრებს და გულშემატკივრებს. ეს ჩვენ ყველამ ერთად შევძელით. მადლობა ადესანიას შესანიშნავი ჩხუბისთვის. ის ღირსეული მოწინაღმდეგეა. მე კი დღეს ოცნება ავიხდინე."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.