MARCA: მამარდაშვილი ამ მარცხს არასდროს დაივიწყებს » სპორტის ხაზი

MARCA: მამარდაშვილი ამ მარცხს არასდროს დაივიწყებს

MARCA: მამარდაშვილი ამ მარცხს არასდროს დაივიწყებს
9-09-2023, 18:32
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური გამოცემა "მარკა" გიორგი მამარდაშვილზე წერს და მის კარგ უნარებს აღნიშნავს.

"სპორტსმენს დარტყმა უფრო აძლიერებს და მამარდაშვილმა 22 წლის ასაკში დარტყმები მრავლად მიიღო. ესპანეთთან მარცხი ერთ-ერთია , რომელიც თავის კვალს ტოვებს. და ეს ყველაფერი ზრდას უნდა ემსახურებოდეს. ის, რომ გუნდი მეკარეს თამაშში 7 გოლის გაშვების საშუალებას აძლევს, ეს შეუმჩნეველი არ რჩება. მამარდაშვილი ამ მარცხს თავის პროფესიონალურ კარიერაში არასდროს დაივიწყებს.

ყველაზე ბევრი გოლი რაც აქამდე ერთ მატჩში გაუშვია 4 გოლი იყო. თბილისის "ლოკომოტივში", "რუსთავსა" და "ვალენსიაში" ასპარეზობისას.
მაგრამ შვიდი გოლი არის დიდი ტვირთი, რომლის მონელებაც მას მოუწევს. ესპანელებისგან ნაჩვენები დონიდან გამომდინარე ის ვერაფერს ახერხებდა. რომ არა მამარდაშვილი, შედეგი სხვა იქნებოდა.
ქართველი მეკარე სულ რაღაც ორ კვირაში 23 წლის გახდება, მიუხედავად ასაკისა, მას აქვს ასეთი არასასიამოვნო სიტუაციების მონელების უნარი, ქართველმა მეკარემ უკვე უმაღლესესი დონის მატჩების გამოცდილება დააგროვა.

21 წლის ასაკში მან კოპა დელ რეის ფინალი წააგო და პენალტების სერიია გადაიტანა. მან ხუთიდან ვერცერთი პენალტი ვერ მოიგერია. წელიწადნახევარი დასჭირდა, რომ პენალტი მოეგერიებინა, ეს ზუსტად საქართველო ესპანეთის მატჩის წინ მოხდა.
ქართველმა ზაფხულში ნათლად დაადასტურა, რომ "ვალენსიადან" წასვლა სურდა. კლუბი მზად იყო გაეყიდა მამარდაშვილი ფინანსური პრობლემების გათვალისწინებით და მიზანიც ეს იყო. ის დარწმუნებული გახლდათ, რომ ვალენსიაში არ დაბრუნდებოდა. მაგრამ ბაზარი იმდენად გართულდა, მას დაბრუნება მოუწია“
- წერენ "მარკაში".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი