Gazzetta dello Sport: "კვარაცხელიას მშრალი სერია მალე 6 თვეს მიაღწევს" » სპორტის ხაზი

Gazzetta dello Sport: "კვარაცხელიას მშრალი სერია მალე 6 თვეს მიაღწევს"

Gazzetta dello Sport: "კვარაცხელიას მშრალი სერია მალე 6 თვეს მიაღწევს"
9-09-2023, 15:32
Aa Aa
გაზიარება:

გასული სეზონის ბრწყინვალე პირველი ნახევრის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე შედარებით ჩაქრა. ამას ისიც მოწმობს, რომ სულ მალე ქართველის უგოლო სერია 6 თვეს მიაღწევს.

აღნიშნული საკითხი უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ იტალიურ მედიაში. Gazzetta dello Sport ამ საკითხზე სტატიას აქვეყნებს:

"რუდი გარსიას ვალდებულებაა, ქართველი ფეხბურთელი გამოაღვიძოს, რომელსაც თავისუფლად აქვს გოლებსა და ასისტებში ორნიშნა რეზულტატის მიღწევის საშუალება. კვარა დიდი ხანია უგოლოდაა და მალე ეს პერიოდი 6 თვესაც კი მიაღწევს.

ბოლო გოლი კვარაცხელიამ 19 მარტს გაიტანა. ამის შემდეგ ხვიჩას მხოლოდ 2 ასისტი აქვს და ბევრი ისეთი შეხვედრა, რომელზეც საგოლე კონტრიბუციის გარეშეც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე.

ახლა კვარაცხელიასგან "ნაპოლიში" მეტს ითხოვენ",
- წერს Gazzetta dello Sport.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი