მორატა: "ვიცოდით, რომ მარტივი მატჩი არ გველოდა" » სპორტის ხაზი

მორატა: "ვიცოდით, რომ მარტივი მატჩი არ გველოდა"

მორატა: "ვიცოდით, რომ მარტივი მატჩი არ გველოდა"
9-09-2023, 15:24
Aa Aa
გაზიარება:

8 სექტემბერს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნაკრებმა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მარცხი იწვნია ესპანეთის წინააღმდეგ - 1:7.

"ფურია როხას" მხრიდან ერთ-ერთი გამორჩეული ალვარო მორატა იყო, რომელმაც ჰეთთრიკი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ესპანელთა კაპიტნისთვის ეს პირველი სანაკრებო ჰეთთრიკი იყო.

შეხვედრის შემდეგ მორატამ მედიასთან მოკლე კომენტარიც გააკეთა:

"შედეგით ძალიან მოხარული ვარ, დღეს სრულყოფილად ვითამაშეთ. მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს - ფაბიან რუისს ვახშამზე დავპატიჟებ, რადგან გატანა შეეძლო და პასი მაინც მე მომცა. აღარაფერს ვამბობ მარკო ასენსიოსა და მერინოზე.

ვიცოდით, რომ მარტივი მატჩი არ იქნებოდა. საქართველოს კარგი გუნდი ჰყავს და ამ სტადიონზე ბევრი მეტოქე გაუმწარებიათ. რამდენიმე წლის წინაც ძალიან გაგვიჭირდა, როდესაც მხოლოდ ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოვიგეთ. დღეს მოსაგებად ვიყავით გამოსულები, ასე იქნება კვიპროსთანაც, ჩვენ ნაკრებს წარმოვადგენთ",
- განაცხადა მორატამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი