როდრი: "საქართველოსთან ერთ-ერთი ურთულესი დაპირისპირება გველის" » სპორტის ხაზი

როდრი: "საქართველოსთან ერთ-ერთი ურთულესი დაპირისპირება გველის"

როდრი: "საქართველოსთან ერთ-ერთი ურთულესი დაპირისპირება გველის"
8-09-2023, 11:59
Aa Aa
გაზიარება:

დღეს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით დინამო არენაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე ესპანელების ერთ-ერთმა ლიდერმა, როდრიმ, მედიის კითხვებს უპასუხა:

[b]"მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს რაიმე მნიშვნელოვანი მიღწევა არ აქვთ, მათ სერიოზული პროგრესი გვანახეს, რაც ბოლო ხანებში გამოჩნდა. რთულ ჯგუფში ვართ, ხოლო ხვალ განსაკუთრებით მძიმე მატჩს ველით, დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი მთავარი გამოცდა ხვალ გველის.

ჩვენი ნაკრები გადახალისდა, უამრავი ახალგაზრდა გვყავს, რომლებიც გამოცდილ ფეხბურთელებთან შეთამაშდნენ. ამ ნაკრებით სულ ცოტა ხნის წინ ერთა ლიგა მოვიგეთ და გვინდა, რომ წარმატება გაგრძელდეს.

ხვალ მოგება ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, ვიცით, რომ ეს მარტივი არ იქნება",
- განაცხადა მან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი