ვილი სანიოლი: "არაბიძე ნაკრებში ამიტომ არ გამოვიძახე" » სპორტის ხაზი

ვილი სანიოლი: "არაბიძე ნაკრებში ამიტომ არ გამოვიძახე"

ვილი სანიოლი: "არაბიძე ნაკრებში ამიტომ არ გამოვიძახე"
7-09-2023, 19:54
Aa Aa
გაზიარება:

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ხვალ საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს.

მატჩამდე ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა. ვილი სანიოლი ბევრ საინტერესო თემას, მათ შორის, გიორგი არაბიძის ნაკრებს მიღმა დატოვებას შეეხო:

"გიორგი არაბიძის პროგრესი აშკარაა, მას ბოლო თვეებში ბრწყინვალე პერფორმანსები აქვს, მაგრამ ეს ჩემთვის საკმარისი არაა. თუ გიორგიმ ასე პროგრესი გააგრძელა, ეროვნული ნაკრების კარი ღიაა.

ხვალ საინტერესო თამაში იქნება. ესპანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრებია და რთული იქნება, თუმცა ჩემი მხრიდან მოთამაშეებზე ზეწოლა არ არის, მთავარია, დავალებები შევასრულოთ, დანარჩენს მოედანზე ვნახავთ.

მოხარული ვარ, რომ რამდენიმე ქართველის ტრანსფერი ტოპ ლიგებში შედგა. ასევე მოხარული ვარ სატრანსფერო ფანჯრის დახურვით, რადგან ეს სტრესული პერიოდია."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.