"ახლა ნაკრებში პირველი მეკარე ვარ, რაც შეეხება ნოიერს.." - ტერ შტეგენი კონკურენციაზე » სპორტის ხაზი

"ახლა ნაკრებში პირველი მეკარე ვარ, რაც შეეხება ნოიერს.." - ტერ შტეგენი კონკურენციაზე

"ახლა ნაკრებში პირველი მეკარე ვარ, რაც შეეხება ნოიერს.." - ტერ შტეგენი კონკურენციაზე
6-09-2023, 21:54
Aa Aa
გაზიარება:

გერმანიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის ბარსელონას მეკარემ, მარკ ანდრე ტერ შტეგენმა ნაკრებში არსებულ კონკურენციაზე და მანუელ ნოიერის გამოჯანმრთელებაზე ისაუბრა.

"ამ მომენტში ნაკრებში #1 მეკარე მე ვარ და ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენო, ყველაფერს ვიზამ, რომ ეს პოზიცია შევინარჩუნო.

არ ვიცი, ნოიერი რეაბილიტაციის რომელ ფაზაშია. ვხედავ, რომ მოედანს ნელ-ნელა უბრუნდება, რაც ძალიან მიხარია. ასეთი სერიოზული ტრავმის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თამაშში დაბრუნდე. იმედი მაქვს, რომ ის კვლავ მიიღებს სიამოვნებას ფეხბურთისგან
", - განაცხადა შტეგენმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.