მოგეხსენებათ, ივნისის თვეში გერმანიის ნაკრები დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრების ჩასატარებლად შეიკრიბა.
შეკრებაზე მყოფმა ლეონ გორეცკამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში სახალისო ეპიზოდი და ბარსელონას მეკარესთან, მარკ ანდრე ტერ შტეგენდან საუბარი გაიხსენა.
"ტერ შტეგენმა გვითხრა, რომ ბარსელონაში ბაიერნის ჩემპიონობით ძალიან ბედნიერები არიან, რადგან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს აღარ შევხვდებით", - განაცხადა გორეცკამ.